თურქეთში მაღაროს აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში, 14 ოქტომბერს, ბარტინის პროვინციის ამსრას რაიონში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. შემთხვევის დროს მაღაროში 110 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 58 გადაარჩინეს, კიდევ ერთი მაღაროელის ბედი უცნობია.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა, რომ ექვსი დაშავებული სტამბოლში მკურნალობს, ხუთი - ბარტინში.
მაღაროში აფეთქების ფაქტზე პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.