ტუსკი კურსკის შესახებ: უკრაინის ქმედებები თავდაცვითია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ოპერაცია რუსეთის კურსკის რეგიონში არის მისი საერთაშორისოდ აღიარებული თავდაცვის უფლების განხორციელება.

ამის შესახებ მან სამშაბათს, 13 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კურსკის რეგიონში უკრაინის თავდასხმის კომენტირებისას ტუსკმა აღნიშნა, რომ "უკრაინის ქმედებები თავდაცვითია."

"ის, რასაც რუსული ჯარები და რუსული ავიაცია აკეთებენ უკრაინის ტერიტორიაზე, ატარებს გენოციდის, არაადამიანური დანაშაულის ნიშნებს და უკრაინას აქვს სრული უფლება, აწარმოოს ომი ისე, რომ რუსეთის აგრესიული ზრახვები ჩაშალოს." - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მისი თქმით, პოლონეთის ხელისუფლება მუდმივ კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან, "მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ კონსულტაციებზე, რომელიც შედგება იმაზე, რომ ვინმე კიევში შემითანხმდეს, რომელ დღეს და სად გადავა შეტევაზე ვინმე."

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავდაცვით ომში," - განაცხადა ტუსკმა.

ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ პირველად დაადასტურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შეტევითი ოპერაციის წარმოება რუსეთის კურსკის რეგიონში.

სამშაბათს სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში 74 დასახლება უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

მედიის ცნობით, უკრაინამ ბოლო დრომდე არ აცნობა დასავლელ პარტნიორებს ოპერაციის დეტალების შესახებ.

მსგავსი სიახლეები