ტვერში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მსხვილი კვლევითი ცენტრი დაიწვა
ქალაქ ტვერში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შენობაში მასშტაბური ხანძარია.
ინფორმაციას ამის შესახებ Интерфакс ავრცელებს.
ამ წუთის მონაცემებით ხანძრის შედეგად დაიღუპა 5, ხოლო დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.
ტვერში განთავსებული კვლევითი ინსტიტუტი ქვეყნის ანტი-საჰაერო და საჰაერო-კოსმოსური შეიარაღების თეორიების შემუშავებაზე მუშაობს. იგივე ცენტრი ქმნის სხვადასხვა ტიპის სანავიგაციო მოწყობილობებს, მართვის სისტემებს, საჰაერო და კოსმოსური ბაზირების ორიენტირების აპარატურას.
რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი შენობაში დილის საათებში, ერთ-ერთი კაბინეტიდან გავრცელდა. სამაშველო სამსახურმა ხანძარს, მესამე - რთული ხანძრის კლასიფიკაცია მიანიჭა.
მასალა განახლებადია.