უელოსი: უკრაინის კონტრიერიშის წარმატებას მჯერა, თუმცა ომი წელს არ დასრულდება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის თქმით, მას სჯერა, რომ უკრაინელები შეინარჩუნებენ დინამიკას და მათი კონტრიერიში წარმატებული იქნება, თუმცა ომი ამით არ დასრულდება. 

ამის შესახებ ბენ უოლესმა ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა. 

უოლესი ამბობს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა რუსეთი "არ დაიშლება ჯადოსნური ჯოხის მოქნევით." თავდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დანაკარგები უკვე 220 ათასს აჭარბებს ვლადიმირ პუტინი არ აპირებს უკან დახევას. 

"საკმაოდ რთული სათქმელია, თუ რა მასშტაბის დანაკარგები შეიძლება აიტანოს პუტინმა, მანამ სანამ გაიაზრებს, რომ მისთვის თამაში დასრულდა. მე უბრალოდ ვცდილობ გავიაზრო, რომ ვერცერთი კონტრიერიში ვერ მიგვიყვანს რუსეთის არმიის უეცარ ჩამოშლამდე",- განაცხადა უოლესმა. 

უოლესის თქმით, დასავლელი პარტნიორების დახმარება კვლავ მყარია და სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს როდის დაიწყოს მოლაპარაკებები და როგორ აწარმოოს საომარი მოქმედებები, მაგრამ ეს ყველაფერი ძალის პოზიციიდან უნდა ხდებოდეს. 

 

მსგავსი სიახლეები