უკრაინა Abrams-ის ტანკებს სექტემბერში მიიღებს - Politico
უკრაინელი სამხედროების ჯგუფმა ამერიკული Abrams-ის ტანკებზე წვრთნა დაასრულა. ამის შესახებ Politico 31 აგვისტოს წერს.
200-მდე უკრაინელმა, რომლებსაც გერმანიაში აშშ-ის არმიის ჰოჰენფელსის პოლიგონზე წვრთნიდნენ, პროგრამის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი დაასრულეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ახლა ტანკების მართვის უნარებს ამუშავებენ, ხოლო ტექნიკა საომარი მოქმედებებისთვის მზადდება.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და სხვა კომპეტენტური წყაროს თქმით, უკრაინამ დაპირებული 31 Abrams-ის ტანკიდან პირველი 10 სექტემბრის შუა რიცხვებში უნდა მიიღოს. დასავლელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ტანკების მიღება უკრაინულ ძალებს კონტრშეტევის ახალ იმპულსს მისცემს.
"10 ტანკი ამჟამად გერმანიაშია და გადის საბოლოო მოდერნიზაციას. რემონტის დასრულების შემდეგ ისინი უკრაინაში გაიგზავნება." - ნათქვამია სტატიაში.