მომავალ კვირას უკრაინა ამერიკისგან გაღარიბებული ურანის ჭურვებს მიიღებს - Reuters
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სექტემბრის დასაწყისში გაღარიბებული ურანის ჭურვების უკრაინისთვის მიწოდებას დაიწყებს.
ამის შესახებ 2 სექტემბერს მიღებულ დოკუმენტებზე და ორ ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით Reuters წერს.
სააგენტოს ცნობით, ეს ჭურვები არის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელსაც თეთრი სახლი მომავალ კვირას გამოაცხადებს.
წყაროების თქმით, საბრძოლო მასალას, სავარაუდოდ, Abrams-ის ტანკები გამოიყენებენ, რომლებიც ბრძოლაში სექტემბრიდან ჩაერთვებიან.
ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 240-დან 375 მილიონ დოლარამდე იქნება, მისი შინაარსი ჯერ კიდევ ზუსტდება.