უკრაინა: ანტონოვსკის ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია

ხერსონში მდებარე ანტონოვსკის ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შემდეგ არ დაინგრა, მაგრამ მისი გავლა შეუძლებელია. ამის შესახებ Telegram-ზე ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბუტრიიმ 27 ივლისს განაცხადა.

"ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში, ანტონოვსკის ხიდზე მაღალი სიზუსტის დარტყმები მიიტანეს. ხიდი არ დაინგრა, მაგრამ დაზიანების გამო მაზე გადაადგილება შეუძლებელია. ამგვარად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ლოგისტიკა და ოკუპანტების სატრანსპორტო მარშრუტები", - წერს ის.

ბუტრიმ აღნიშნა, რომ გამარჯვების შემდეგ უკრაინა ხიდს აღადგენს.

"ის, რისი აღდგენაც ნამდვილად შეუძლებელია, არის ოკუპანტებისა და ადგილობრივი კოლაბორანტების ფანტაზიები რუსული ხერსონის შესახებ", - თქვა მან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ 27 ივლისს ღამით უკრაინელმა სამხედროებმა "ფილიგრანული" შეტევები განახორციელეს ხერსონში, მდინარე დნეპერზე მდებარე ანტონოვსკის ხიდზე. 

მსგავსი სიახლეები