უკრაინა ბრიტანეთისგან 120 ჯავშანმანქანას და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადაეცემა, რაც მოიცავს 120 ერთეულ ჯავშანტექნიკისა და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს.
ჯონსონი სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფებოდა.
ბრიტანეთის პრემიერის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ ეს სამხედრო დახმარება განკუთვნილია "უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის უკანონო ინტერვენციის გადამწყვეტ ეტაპზე".
100 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარება მოიცავს Starstreak ანტისაჰაერო სისტემებს, 800 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას და მაღალტექნოლოგიური შეიარაღებას ზუსტი დარტყმისთვის.
ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაგრძელდება უკრაინის შემდგომი ეკონომიკური მხარდაჭერა და გაერთიანებული სამეფოს გრანტის სახით უკრაინას 394 მილიონ ფუნტს გამოუყოფს.
დიდმა ბრიტანეთმა ასევე უპასუხა უკრაინის მთავრობის მოთხოვნას უკრაინიდან იმპორტისთვის ტარიფების ლიბერალიზაციაზე და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად საბაჟო შეღავათები დააწესა.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩასვლას დიდ პატივად თვლის, რადგან ამ ქვეყანამ "21-ე საუკუნის უდიდეს სამხედრო წარმატებას მიაღწია" და რუსული ჯარები კიევიდან განდევნა.