უკრაინა ბრიტანეთისგან სარაკეტო შეიარაღებას და სამხედრო ხომალდებს მიიღებს

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა ვადიმ პრისტაიკომ ტელეკომპანია "დომთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მალე უკრაინა ბრიტანეთისგან სარაკეტო შეიარაღებას და სამხედრო ხომალდებს მიიღებს.

"დარწმუნებული ვარ მალე უკრაინა ორ სამხედრო ხომალდს მიიღებს. ისინი უკვე აშენებულია და დაუყოვნებლივ ჩვენი ფლოტის ნაწილი გახდება. გარდა ამისა, ვიწყებთ ორი ახალი სამხედრო-საზღვაო პორტის მშენებლობას", - აღნიშნა მან.

ასევე დიპლომატმა განაცხადა, რომ ბრიტანული სამხედრო ხომალდების წარმოება უკრაინის ტერიტორიაზეც დაიწყება.

2020 წლის 8 ოქტომბერს უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პოლიტიკური თანამშრომლობის, თავისუფალი ვაჭრობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეთანხმებას ისტორიული უწოდა.

 

მსგავსი სიახლეები