უკრაინა: დავბომბეთ რუსების 27 პოზიცია

13 ნოემბერს უკრაინის საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო ძალებმა, ოკუპანტებს 27 დარტყმა მიაყენეს. 

ეს ინფორმაცია უკრაინის გაერთიანებულმა შტაბმა გაავრცელა.

"უკრაინის ავიაციამ, დღის განმავლობაში, მტრის 16 პოზიცია დაბომბა, მათ შორის არის პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 10 უბანი, ასევე მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ექვსი პოზიცია", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა, ამავე პერიოდში, ოკუპანტების სამეთაურო პუნქტი და ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 10 ზონა დაბომბა.

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მტერი დონბასში ბახმუტის, ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე,  შეტევით ოპერაციებს კვლავ აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები