უკრაინა: გუშინ გავანადგურეთ 710-მდე ოკუპანტი, 13 ტანკი და 11 საარტილერიო სისტემა

24 თებერვლიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 82 080 რუსი ოკუპანტი (+710 გუშინ) გაანადგურა.
ინფორმაცია დღეს, 15 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესცენტრმა გაავრცელა.
რუსების სხვა დანაკარგები ასეთია:
- ტანკები - 2861 (+13);
- ჯავშანტექნიკა - 5773 (+25);
- საარტილერიო სისტემები - 1850 (+11);
- სარაკეტო სისტემები - 393;
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 208 (+2);
- თვითმფრინავები - 278;
- ვერტმფრენები - 261;
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 1511 (+2);
- ფრთოსანი რაკეტები - 399;
- გემები / ნავები - 16;
- საავტომობილო ტექნიკა - 4351 (+35);
- სპეციალური ტექნიკა - 160.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ მონაცემები ზუსტდება.