უკრაინა: ირანი რუსეთისთვის 200 დრონის მიწოდებას გეგმავს

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანი მზად არის, რომ რუსეთს 200-ზე მეტი დრონი გაუგზავნოს, მათ შორის Arash-2 მოდელი, რომელსაც იერიშების მიტანა, შორეულ დისტანციაზე შეუძლია. 

"ნოემბრის საწყის პერიოდში, ირანი აპირებს, რომ რუსეთს დრონების ხელახლა მიაწოდოს. ტრანსპორტირებისთვის კასპიის ზღვა, კერძოდ ასტრახანის პორტი იქნება გამოყენებული" - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ.

უკრაინელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სხვა წყაროებიც ადასტურებენ. რამდენიმე დღის წინ, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დროენბთან ერთად, ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემასაც გეგმავს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 13 სექტემბრის შემდეგ, მათ 300-ზე მეტი ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინსიტრო იყენებს.  

 

მსგავსი სიახლეები