უკრაინა: ხარკოვსა და ხერსონში რუსების საწყობები და დისლოკაციის ადგილები დავბომბეთ

უკრაინელი სამხედროები თავს დაესხნენ რუსულ საწყობებს და ოკუპანტების დისლოკაციის ადგილებს ხარკოვისა და ხერსონის რაიონებში. ამის შესახებ 2 სექტემბერს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

"ხარკოვის ოლქის სოფელ ნოვოოსინოვკაში, 1 სექტემბრის ღამეს, თავდაცვის ძალების ეფექტური ცეცხლით განადგურდა მოწინააღმდეგის საწვავის და საპოხი მასალების საწყობი. განადგურებული ტექნიკისა და პერსონალის რაოდენობა ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

30 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონის სოფელ ტავრისკში რუსები დაბომბა.

"ყოფილ ავტოსატრანსპორტო საწარმოში განლაგებული რუსული ძალების დაბომბვის შედეგად მოწინააღმდეგემ 20-ზე სამხედრო ტექნიკა დაკარგა, ცოცხალი ძალის დანაკარგები ზუსტდება", – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

მსგავსი სიახლეები