უკრაინა: ნოვაკ ჯოკოვიჩმა ომის შესახებ უნდა დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება
ავსტრალიაში უკრაინის ელჩმა, ცნობილი სერბი ჩოგბურთელისგან, ომის შესახებ პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა.
"სპეკულაციებისთვის წერტილის დასასმელად, ძალიან მტკიცე განცხადებას გაკეთებაა საჭირო, რათა გავიგოთ მისი პოზიცია ამ ომის შესახებ, თუ რომელ მხარეს დგას,"- აღნიშნა უკრაინის ელჩმა.
ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ კვირას, ავსტრალიის ღია პირველობის მიმდინარეობის დროს, ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა რუსების ჯგუფთან ერთად დააფიქსირეს, რომელთაც ომის მხარდამჭერი ატრიბუტიკა ჰქონდათ, მათ შორის რუსეთის დროშა, რომელზეც ვლადიმერ პუტინის სახე ეხატა.
"რათქმაუნდა, მამის ცოდვებზე შვილი არ არის პასუხსიმგებელი, თუმცა შესაძლებელია, ნოვაკსაც მამამისის მსგავსი მოსაზრებები გააჩნია. მსოფლიომ უნდა გაიგოს, ვის მხარეს არის იგი ამ ომში."
ომის მხარდამჭერი ფოტოების გამოყენებისთვის, ავსტრალიის ჩემპიონატიდან ოთხი გულშემატკივარი გააგდეს.
ამ ინციდენტის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სრდიან ჯოკოვიჩს, განცხადება არ გაუკეთებიათ.