უკრაინა: წელს 65-67 მილიონ ტონამდე მარცვლეულის მოსავალს ველით

ამ სეზონზე უკრაინაში მარცვლეულისა და ზეთის თესლის მოსავლის პროგნოზი გაუმჯობესდა დაახლოებით 5-7 მილიონი ტონით - 65-67 მილიონ ტონამდე. ამის შესახებ 3 აგვისტოს აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა ნიკოლაი სოლსკიმ განაცხადა.

უკრაინაში, რუსეთის შემოჭრის პირობებში, 3.5 მილიონი ჰექტარი საერთო ფართობიდან უკვე აღებულია 12 მილიონი ტონა ახალი მოსავლის მარცვლეული, აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა აგრარული პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შმიგალმა აღნიშნა, რომ ოდესის საზღვაო პორტების მუშაობა ფაქტობრივად განბლოკილია. დღეს სტამბულში პირველი უკრაინული გემი შეამოწმეს, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს "მარცვლეულის ექსპორტის დამატებით შესაძლებლობაა და ფერმერებს მეტ ნდობას მისცემს".

"საჭირო 5 მილიონი ტონიდან ივნისში 3.2 მილიონი ტონა გავიტანეთ. ექსპორტი თანდათან იზრდება როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო და დუნაის პორტების გავლით. საზღვაო ნავსადგურები მნიშვნელოვნად გააფართოვებს ამ შესაძლებლობებს და ფერმერები მიიღებენ პროდუქციის რეალიზაციის ახალ შესაძლებლობებს. სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა", - განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი სიახლეები