უკრაინამ ამერიკისგან მოდერნას ვაქცინის 2 მილიონი დოზა მიიღო
18 ივლისს უკრაინამ Moderna-ს ვაქცინის 2 მილიონი დოზა მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო ფეისბუქ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ვაქცინის 2 დოზას შორის ინტერვალი 28 დღე იქნება.
ვაქცინა ამერიკის მთავრობამ უკრაინას COVAX პლატფორმის საშუალებით გაუგზავნა.
ვაქცინაცია უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. 18 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში პირველი დოზით 2.6 მილიონი ადამიანი აიცრა, ორივე დოზა კი 1.4 მილიონმა ადამიანმა მიიღო.