უკრაინამ ბოლო თვეებში გერმანიიდან 334 ტონა ენერგოტექნიკა მიიღო
2022 წლის ივლისიდან უკრაინამ გერმანიიდან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საჭიროებებისთვის 43 ჰუმანიტარული ტვირთი (334 ტონა) მიიღო. ამის შესახებ 11 თებერვალს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა.
"მხოლოდ გასულ კვირაში 59 ტონაზე მეტი დახმარება მივიღეთ." - ნათქვამია განცხადებაში.
კერძოდ, "გერმანულ-უკრაინის ენერგეტიკული პარტნიორობა დონორთა მხარდაჭერისთვის" კამპანიის ფარგლებში, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გერმანული ქსელის ოპერატორ Stromnetz Berlin GmbH-ისგან 40 ტრანსფორმატორი მიიღო.
ასევე გერმანელი პარტნიორებისგან მიღებულ აღჭურვილობას შორის არის გენერატორები, სადისტრიბუციო და განათების მოწყობილობები და ელექტრო მოწყობილობები.
"მადლიერი ვარ გერმანიის, რომ ასეთ რთულ დროს უკრაინასთან და უკრაინელებთან ერთად იყო. ეს აღჭურვილობა, ჩვენი ენერგეტიკოსების გმირობასთან ერთად, გვეხმარება უკრაინელების სახლებში სინათლისა და სითბოს დაბრუნებაში", - თქვა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ.