უკრაინამ ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა

3 ოქტომბერს დილით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე დრონებით იერიში მიიტანა.

ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" СБУ-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, სპეციალური ოპერაციების ძალებმა და თავდაცვის ძალებში შემავალმა სხვა დანაყოფებმა, კამიკაძე-დრონების მეშვეობით იერიში მიიტანეს პლანირებადი ავიაბომბების საცავზე, SU-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისა და SU-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენების სადგომებზე.

წყაროს აღნიშნავს, რომ საოკუპაციო არმია ბორისოგლებსკის სამხედრო ავიაბაზის გამოყენებით უკრაინის ტერიტორიას აქტიურად ბომბავს.

სამხედრო ავიაბაზის ტერიტორიიდან კამიკაძე-დრონების იერიშზე, ძლიერ აფეთქებებზე, ხანძრებსა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მუშაობაზე ინფორმაციას ავრცელებდნენ რუსული საინფორმაციო არხებიც.

NASA Firm-ის სატელიტებმა ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე და მის მახლობლად ხანძრების კერები დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები