უკრაინამ რუსეთზე დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციეა - რა ვიცით
გასული ღამით უკრაინამ რუსეთს 200-ზე მეტი უპილიტო საფრენი აპარატით შეუტია - იერიშის შედეგად დაზიანდა რუსეთის 3 მსხვილი ენერგეტიკული ობიექტი.
სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ეს უკრაინის მიერ რუსეთზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური დრონების თავდასხმაა.
რუსეთის ძალოვან უწყებებთან დაკავშირებული ტელეგრამ არხების ცნობით, კომბინირებული იერიში ძირითადად უკრაინული წარმოების დრონებისა და ასევე ამერიკული წარმოების ATACAMS-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა.
ჯამურად შეტევა განხორციელდა რუსეთის 12 რეგიონზე, აეროპორტების მუშაობა შეჩერდა ნიჟნეკამსკში, ყაზანში, პენზაში, ულიანოვკსში, ტამბოვსა და სარატოვში.
უკრაინული დრონების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სარატოვში მდებარე ენგელსის სტრატეგიული ავიაციის ბაზის მომსახურე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო აღმოჩნდა. ამ ობიექტებს უკრაინამ გასულ კვირასაც შეუტია, რის შედეგადაც ნავთობ ტერმინალ კრისტალზე ხანძარი თითქმის 6 დღის განმავლობაში ვერ აქრობდნენ.
შეტევა განხორციელდა ყაზანის ერთ-ერთ უმსხვილეს გაზსაცავზეც, რომელიც გაზპრომის საკუთრებაშია, დრონების თავდასხმის შედეგად საწარმოში ხანძარი გაჩნდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეტევის შედეგებს ოპერატიულად გაუმკლავდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გუშინდელი შეტევის შესახებ ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებელია.
აქამდე უკრაინის მიერ რუსეთზე განხორციელებულ დრონების უმსხვილეს შეტევად გასული წლის პირველი სექტემბერი მიიჩნეოდა, როდესაც კომბინირებულ დარტყმაში 158 უკრაინული დრონი მონაწილეობდა.
ღია წყაროების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ გასულ თვეებში მკვეთრად გაიზარდა უკრაინის მიერ დრონების მასირებული დრონების თავდასხმები - გასული თვეების განმავლობაში იყო 6 შეტევა, რომელშიც 100-ზე მეტი დრონი მონაწილეობდა.