უკრაინამ უნდა ისარგებლოს პუტინის შეცდომით და გააგრძელოს კონტრშეტევა - ISW
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა ისარგებლონ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეცდომით, რომელსაც თავისი სამხედროები შეტევაზე მიჰყავს.
როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების ბოლო მოხსენებაშია ნათქვამი, ის ფაქტი, რომ პუტინი თავის გენერლებს შეტევისკენ ისევ მოუწოდებს, რაც არსებულ ვითარებაში, სამხედრო თვალსაზრისით სერიოზული შეცდომაა.
ამიტომ, როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა "უნდა ისარგებლონ პუტინის შეცდომით, განაგრძონ კონტრშეტევა იმ პირობებში, რომელიც ბევრად უფრო ხელსაყრელია კიევისთვის, ვიდრე მოსკოვისთვის".
ანალიტიკოსებმა თავიანთ მოხსენებაში აღნიშნეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებს აქვს გარკვეული წარმატებები ლუგანსკის რეგიონში და, სავარაუდოდ, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ, თუ ისინი ამ დაჯგუფებას გააძლიერებენ ხერსონის რეგიონის დასავლეთ ნაწილის ჯარით.
რუსები, რა თქმა უნდა, ასევე აძლიერებენ თავდაცვით პოზიციებს ლუგანსკის რეგიონში, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები მაინც წინ მიიწევენ და არ არსებობს საფუძველი ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ცუდად გაწვრთნილი, ცუდად აღჭურვილ და დაბალი მორალის მქონე რუსი რეზერვისტები შეძლებენ უკრაინული ჯარების შეჩერებას.
აქედან გამომდინარე, საომარი მოქმედებების შეწყვეტა ან ხანგრძლივი შენელება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა. რუსები აშკარად არ ცდილობენ შექმნან და გააძლიერონ თავდაცვითი პოზიციები მთელი ფრონტის ხაზზე, არამედ განაახლონ შეტევითი ოპერაციები დონეცკის რეგიონში.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინელები აუცილებლად გააგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს, რომლებიც უკვე დაწყებულია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორივე მხარე შეწყვეტს ბრძოლას ზამთარში. ტემპერატურის კლებასთან ერთად, სავარაუდოდ, ბრძოლები გაძლიერდება, ვიდრე ჩაცხრება.