ЗСУ-ს აქვს წინსვლა, თუმცა მოსალოდნელზე დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან - CNN

კონტრიერიშის დაწყების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ გარკვეული წინსვლა, თუმცა მათ მძიმე ტექნიკაში არსებითი დანაკარგები განიცადეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს

გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო რუსეთის თავდაცვის ხაზების დაძლევა აღმოსავლეთ ფრონტის გარკვეულ მიმართულებებზე, თუმცა ისინი უფრო დიდ წინააღმდეგობას გადააწყდნენ ვიდრე ელოდნენ. 

"დანაღმული ველების უკან, სანგრებში ანტი-სატანკო რაკეტებით, ნაღმტყორცნებით და ყუმბარებით შეიარაღებული რუსები მედგარ წინააღმდეგობას წევენ. დანაღმულ ველებზე გასულ უკრაინულ ჯავშანდანაყოფებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს",- ნათქვამია მასალაში. 

ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროების ცნობით, დანაკარგებს შორის არის აშშ-ს მიერ გადაცემული MRAP-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო ჯავშანმანქანა. მიუხედავად ამისა CNN-თან საუბარში მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ეს დანაკარგები ვერ იქონიებს გავლენას უკრაინის კონტრიერიშის ბედზე. 

კონტექსტი 

სხვადასხვა წყაროების ცნობით, უკრაინის კონტრიერიში 4 ივნისს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შეტევით დაიწყო. უკრაინის კონტრიერიშზე დასაწყისზე წერს ბრიტანული The Economist და Washington Post. იერიშის დაწყების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობენ უკრაინის გენშტაბში. 

უკრაინის შეტევები ძირითადად 3 მიმართულებით არის კონცენტრირებული ესენია: ბახმუტი, ვუჰლედარი და ტოკმაკის რაიონი. ამერიკული წყაროების ცნობით, ფრონტის ზოგ მონაკვეთზე უკრაინის წინსვლა 5-10 კილომეტრია, მათ შორის ყველაზე დიდი წინსვლა ბახმუტის ირგვლივ ფიქსირდება. 

გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის რამდენიმე მექანიზებულმა ბატალიონმა შეტევა განახორციელა ზაპორიჟიის ოლქში - ტოკმაჩკისა და პოლოგის მახლობლად. უკრაინული გენშტაბის ცნობით, ზაპორიჟიის 4 ლოკაციაზე ლოკალური მნიშვნელობის, მაგრამ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. 

რუსული წყაროები ბოლო დღეებში უკრაინის კონტრშეტევების წარმატებულ მოგიერებაზე იუწყებიან. ცოტა ხნის წინ სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ წარმატებით აღკვეთა ЗСУ-ს მიერ ფრონტის გარღვევის მცდელობა ზაპორიჟიაში. 

 

მსგავსი სიახლეები