"უკრაინას წინსვლა სამხრეთში შესაძლოა გაღრმავდეს"- ფინელი ექსპერტის შეფასება

კონტრიერიშის ძირითადი ფაზის დაწყების შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის სამხრეთში შესამჩნევი წინსვლა აქვთ, რაც მომდევნო კვირებში შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. 

ამის შესახებ ფინელი სამხედრო ექსპერტი, ემილ კასტეჰელმი წერს. 

ექსპერტის შეფასებით, ამ დროისთვის უკრაინის და რუსეთის არმია ცდილობენ ფრონტის გარღვევის საფრთხის შექმნით ერთმანეთს რეზერვების გადანაწილება და გადასროლა აიძულონ. 

კასტეჰელმის თქმით, უკრაინას აქვს გარკვეული წინსვლა ზაპორიჟიაში და ე.წ. ვრემიევსკის შვერილზე. სამხედრო ექსპერტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სიტუცია პოზიტიურად ვითარდება ბახმუტის სამხრეთშიც. 

ბოლო დღეებში წინსვლის მიუხედავად, სამხედრო ექსპერტი წერს, რომ უკრაინული ძალები ჯერჯერობით კვლავ რუსეთის თავდაცვის ხაზების პირველად ხაზზე არიან გაჭედილები. 

"მაგრამ სიტუაცია დინამიურად ვითარდება და დასკვნების გამოტანა ნაადრევია, განსაკუთრებით რობოტინეზე კონცენტრირებული დარტყმის პოტენციალის გათვალისწინებით",- წერს კასტეჰელმი. 

სამხედრო ექსპერტი ხაზს უსვამს რუსეთის არმიის მოქმედებებზე - მისი თქმით, რუსეთს კვლავს აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო უახლოეს მომავალში ცოცხალი ძალის დეფიციტის წარმოქმნა ოკუპანტების რიგებში ნაკლებად სავარაუდოა. 

ფინელი ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის არმიის იერიშზე ხარკივისა და ლუჰანსკის ოლქის საზღვრის ზოლში. "მიუხედავად იმისა, რომ რუსებს აქვთ გარკვეული წარმატება, მაღალი ალბათობით მათ არ აქვთ ფრონტის გარღვევის პოტენციალი. არ არის ნიშნები, რომ რუსებმა შეძლეს მასშტაბური იერიშისთვის საჭირო რესურსების მობილიზება, ეს მათთვის მუდმივი პრობლემაა",- წერს ექსპერტი. 

ამ ფაქტორების გათვალისწინებით ემილ კასტეჰელმი წერს, რომ ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთს რეზერვების ამოძრავება და ფოკუსის შეცვლა აიძულოს. 

"თუ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის შეტევების მოგიერებას ლოკალური ძალებით, მათ მოუწევთ ხარკივის ოლქში გადაისროლონ დამატებითი შენაერთები, რაც დაასუსტებს მათ ფრონტის სხვა მონაკვეთებზე",- პროგნოზირებს სამხედრო ექსპერტი. 

ამავდროულად კასტეჰელმის თქმით, იმავე საფრთხის წინაშე დგას რუსეთიც - "თუ კი რუსეთი გააგრძელებს რესურსების კონცენტრირებას ჩრდილოეთში, სანამ მისი ძალები სამხრეთში გამუდმებით იფიტება, უკრაინელები საბოლოოდ შეძლებენ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას და ვითარების ხელსაყრელად გამოყენებას."

ფინელი სამხედრო ექსპერტი გამოყოფს გასულ კვირებში  ЗСУ-ს ზუსტ სარაკეტო დარტყმებზე ოკუპანტების საბრძოლო მასალების საწყობებზე.

"თუ კი რუსეთის არმიის რიგებში გაიზრდება ცოცხალი ძალისა და რესურსების დანაკარგები, რომელთა შევსებასაც დროულად ვერ შეძლებენ, ეს შესაძლოა ЗСУ-სთვის პოზიტიური ცვლილებებით დაგვირგვინდეს",- წერს ემილ კასტეჰელმი.

მსგავსი სიახლეები