უკრაინაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა
1 ივლისს უკრაინაში 91 ათასი ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა. 2021 წლის 1 ივლისს, ერთ დღე-ღამეში 90 959 ადამიანი აიცრა."
სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესში 572 მობილური ბრიგადა, 1546 პუნქტი და 22 ვაქცინაციის ცენტრია ჩართული.
წინა დღეს კი უკრაინაში 93 ათასი ადამიანი აიცრა.
უკრაინაში ვაქცინაცია 24 თებერვალს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზით 2 მილიონი ადამიანი აიცრა, სრულად - 766 483.