უკრაინაში 70 იაპონელი მოხალისე გაემგზავრა
იაპონიის მოქალაქე კეიჩი კუროგი ერთ-ერთია იმ იაპონელი მოხალისეებიდან, ვინც რუსეთის წინააღმდეგ მებძოლ 'საერთაშორისო ლეგიონს' შეურთდა უკრაინაში.
"როცა ვნახე მოხუცი ქალებისა და კაცების ფოტოები, იარაღით ხელში, ვიგრძენი, რომ იქ მეც უნდა წავსულიყავი" - აცხადებს ის.
39 წლის კუროგი სამხრეთ-დასავლეთ იაპონიიდანაა. ის აცხადებს, რომ იაპონიაში უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და მოხალისედ ჩაეწერა.
საელჩომ მას უკრაინაში წაყვანაზე უარი უთხრა, რადგან სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა.
სამშაბათს, 70 იაპონელი, მათ შორის, 50 იაპონიის არმიის და 2 საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ვეტერანი მივიდა ერთ-ერთი იაპონურ კომპანიაში, რომელიც მათ უკრაინაში ჩაყვანას უზრუნველყოფს. ამ ჯგუფის წევრი კეიჩი კუროგიც არის.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ ადამიანებს მოუწოდა უკრაინას მტერთან ბრძოლაში დაეხმარონ.