უკრაინაში აფხაზეთის ბაზიდან წასული რუსი ჯარისკაცები დაიღუპნენ
უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე მე-7 სამხედრო ბაზიდან წასული სამხედროები დაიღუპნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ზალების "აღმოსავლეთ" ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი ავრცელებს.
მანამდე უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე მე-4 სამხედრო ბაზიდან უკრაინაში სამი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, საერთო რაოდენობით 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნეს. მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან ჩამოყალიბდა ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი და ეს დაახლოებით 800 ჯარისკაცია.
სხვადასხვა შეფასებით, სამხრეთ ოსეთში 300-მდე სამხედრო მოსამსახურე უკვე დაბრუნდა.
უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობენ, რომ სასაკლაოზე მიატოვეს სათანადო აღჭურვილობის გარეშე და მოუწოდებენ თანამემამულეებს, არ წავიდნენ უკრაინაში.