უკრაინაში ამერიკელი მოხალისე დაიღუპა - CNN

28 წლის ამერიკელი მოხალისე, აშშ-ს არმიის ვეტერანი ენდრიუ პიტერსი 16 თებერვალს უკრაინაში ბრძოლაში დაიღუპა. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პიტერსი შეუერთდა უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შექმნა, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონოდათ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგობას შეერთებოდნენ.

პიტერსი აშშ-ს არმიის ვეტერანი იყო. ის 2014 წელს ავღანეთში მსახურობდა.

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ უკრაინაში აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალება. ჩვენ ვუკავშირდებით მის ოჯახს და ვუწევთ ყველა შესაძლო საკონსულო დახმარებას", - განუცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა CNN-ს.

მსგავსი სიახლეები