უკრაინაში ბრძოლას 13 000 ბელორუსი სამხედრო დაეთანხმა
ბელორუსის შეიარაღებული ძალების ექვსი ბატალიონი განლაგებულია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ და ასრულებს დავალებებს უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე ოლექსი გრომოვმა 11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ზოგადად, არსებული მონაცემებით, რუსეთი აგრძელებს ბელორუსის ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში. წინასწარი მონაცემებით, 13 ათასამდე ადამიანი ბელორუსის სპეციალური ოპერაციების ძალების ამჟამინდელი და ყოფილი სამხედრო ნაწილებიდან, ასევე ОМОН-მა ხელი მოაწერა თანხმობას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შესახებ", - განაცხადა გრომოვმა.
უკრაინული მხარის თქმით, ბელორუსებისთვის მთავარი მოტივაცია სრულმასშტაბიანი ომში მონაწილეობისთვის მატერიალური ჯილდოა, ვინაიდან "ოკუპანტების ქმედებებში არ არსებობს იდეოლოგიური საფუძველი და არავის სჯერა დენაციფიკაციის".