უკრაინაში მოკლულ ჟურნალისტს, არმან სოლდენს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო მიენიჭა

საფრანგეთის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინაში მოკლულ AFP-ს ჟურნალისტს, არმან სოლდენს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის წევრობა მიენიჭა. 

ვიდეო ჟურნალისტი არმან სოლდენი ბახმუტის მახლობლად ქალაქ ჩასოვ იართან რუსეთის საარტილერიო დარტყმას ემსხვერპლა. სოლდენის გარდაცვალების შესახებ რედაქციამ 9 მაისს განაცხადა. 

"ჩვენ მოხარულები ვართ, არმანისთვის გადაცემული ჯილდოთი, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არმანის ჟურნალისტიკას და აცოცხლებს მის ხსოვნას",- თქვა AFP-ს საერთაშორისო ამბების რედაქტორმა, ფილ ჩეტვინდმა. 

სარაევოში დაბადებული არმან სოლდენი ერთ-ერთი პირველი უცხოელი ჟურნალისტი იყო, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კონფლიქტის ზონაში სამუშაოდ გაემგზავრა. 

უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის დროს ჯამურად 17 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. 

არმან სოლდენის ბოლო რეპორტაჟი.

მსგავსი სიახლეები