უკრაინაში საბრძოლო მოვალების შესრულება Patriot-ის მეორე დივიზიონმა დაიწყო
უკრაინაში საბრძოლო მოვალების შესრულება საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ის მეორე დივიზიონმა დაიწყო.
ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა Telegram-ზე განაცხადა.
"ამბობენ, რომ აკრძალულია სელფი ტექნიკის ფონზე! ბოდიში, წინააღმდეგობის გაწევა არ გამომივიდა. Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის მეორე დივიზიონი უკვე მოქმედებს! ვაძლიერებთ საჰაერო თავდაცვას, ვუახლოვდებით გამარჯვებას." - წერს ოლეშჩუკი.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადმოცემული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის მეორე დივიზიონი უკვე ასრულებს საბრძოლო დავალებებს ერთ-ერთ მიმართულებაზე.
23 აპრილს იური იგნატმა აღნიშნა, რომ Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ერთი დივიზია უკვე ჩაერთო ბრძოლში.
Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა შედგება სამეთაურო პუნქტისგან, რადარისგან და გამშვებისაგან (შეიძლება იყოს 8-მდე გამშვები), რომელთაგან თითოეულს აქვს 4 გამშვები კონტეინერი სხვადასხვა ტიპის რაკეტებით (ბალისტიკური რაკეტის და საავიაციო სამიზნეების წინააღმდეგ).