უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი "Москва" ჩაძირეს

სხვადასხვა წყაროს ცნობით, 13 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი - კრეისერი "Москва" ჩაძირეს.

ამის შესახებ პირველი ინფორმაცია უკრაინელი მოხალისემ და ბლოგერმა ალექსანდრე კარპიუკმა გაავრცელა.

"კრეისერ "Москва-ს" ახლახანს ორი ნეპტუნის რაკეტა მოხვდა. ის დგას, იწვის. ზღვაზე კი შტორმია. ტაქტიკური დატბორვაა საჭირო, როგორც ჩანს", - დაწერა მან ფეისბუქზე.

მოგვიანებით ინფორმაცია ოდესის რეგიონალური სახელმწიფო (სამხედრო) ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ დაადასტურა.

"სარაკეტო კრეისერი "Москва" წავიდა ზუსტად იქ, სადაც ჩვენმა მესაზღვრეებმა გაგზავნეს ზმეინის კუნძულზე! შავი ზღვის მცველმა ნეპტუნის რაკეტებმა ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენეს რუსულ ხომალდს", - თქვა მან Telegram-ში.

YouTube არხ Feigin LIVE-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კრეისერი შავ ზღვაშია და "ძლიერად იწვის".

მან განაცხადა, რომ სწორედ "Москва" დაესხა თავს კუნძულ ზმეინის დამცველებს.

"ეს არის გემი, რომელიც გაგზავნეს 'на х...й', გულახდილად რომ ვთქვათ", - ხაზგასმით აღნიშნა არესტოვიჩმა. "ასე მუშაობს ძველი სამხედრო ანდაზა: დედამიწა, რა თქმა უნდა, მრგვალია, მაგრამ მას ჩემოდნის ფორმა აქვს."

მსგავსი სიახლეები