უკრაინელების 23% ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტად კუჩმას მიიჩნევს
სოციოლოგიური კომპანია “რეიტინგის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, უკრაინელების 23% ქვეყნის საუკეთესო პრეზიდენტად ლეონიდ კუჩმას მიიჩნევს.
გამოკითხულთა 18% საუკეთესო პრეზიდენტად უკრაინის მოქმედ ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის თვლის.
მესამე ადგილზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა - 14%.
მას მოსდევს ვიქტორ იანუკოვიჩი - 13%, უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი - 12% და ბოლო ადგილზეა უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო 7%.
ამავდროულად, რესპონდენტების 9% აცხადებს, რომ საუკეთესო არცერთი მათგანი არ ყოფილა.
სულ სატელეფონო ინტერვიუების მეთოდით 2500 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი 0.95-2%-ია.