უკრაინელებმა ბერდიანსკში აეროდრომი დაბომბეს, განადგურდა 100-ზე მეტი ოკუპანტი
8 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში აეროდრომი დაბომბეს.
ქალაქის საბჭომ Telegram-ზე გაავრცელა ინფორმაცია ბერდიანსკში ოთხი ძლიერი აფეთქებისა და ქალაქის ცენტრში ხანძრის შესახებ. ამასთან, სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, "დამპყრობელთა საჰაერო თავდაცვა არ მუშაობდა."
"ჩვენი დამცველებისგან მივიღეთ განახლებული ინფორმაცია გუშინდელი აფეთქებების შესახებ: დაიბომბა აეროდრომი. ამ თავდასხმით ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 100-ზე მეტი დამპყრობელი. ასევე, დაზიანდა საბრძოლო და საწვავ-საპოხი მასალების საწყობი და სარადარო სადგური." - წერს ქალაქის საბჭო.
უკრაინული მედია იანვრის ბოლოს წერდა, რომ რუსებმა ოკუპირებული ბერდიანსკის აეროპორტის ირგვლივ 15 კმ-იანი საფორტიფიკაციო ნაგებობები ააშენეს.