უკრაინელებმა ნიკოლაევთან რუსული SU-34 ჩამოაგდეს
რუსული საოკუპაციო ჯარები ცდილობენ გაიუმჯობესონ პოზიციები ნიკოლაევის მიმართულებით, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით იგერიებენ მტერს. ამის შესახებ 10 აპრილს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა აცხადებს.
"დამპყრობლები ცდილობენ გაიუმჯობესონ პოზიციები ნიკოლაევის მიმართულებით, მაგრამ ჩვენი ჯარები აგრძელებენ მტრის განადგურებას. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ჩამოაგდო რუსული გამანადგურებელი SU-34, რომელიც ნიკოლაევზე თავდასხმას ცდილობდა". - ნათქვამია განცხადებაში.
სამხრეთ სარდლობის ცნობით, მტერმა 10 აპრილის ღამეს ჯამში 70 სამხედრო და შვიდი ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა.