უკრაინელმა ფერმერებმა 23 მილიონ ტონაზე მეტი ახალი მოსავლის მარცვლეული აიღეს

უკრაინაში ახალი მოსავლის 23.4 მილიონი ტონა საადრეო მარცვლეული აიღეს. ამის შესახებ 19 აგვისტოს აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

სამინისტროს ცნობით, უკრაინაში მარცვლეულის მოსავალი აღებულია 6.1 მილიონი ჰექტარის ფართობიდან, რაც ნათესი ფართობის 55%-ს შეადგენს. ფერმერებმა 17.4 მლნ ტონა ხორბალი, 5.3 მლნ ტონა ქერი, 243.7 ათასი ტონა ბარდა და 7.7 ათასი ტონა ფეტვი აიღეს.

მარცვლეულის ყველაზე მაღალი მოსავალი ხმელნიცკის რეგიონის ფერმერებს შორისაა - 62 ცენტნერი ჰექტარზე.

მოსავლის აღებაში ლიდერები არიან ნიკოლაევის, ოდესის, ვოლინის, დნეპროპეტროვსკის და კიროვოგრადის რეგიონები.

თებერვალში უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, უკრაინის პორტები დაიბლოკა და მარცვლეულის გატანა შეუძლებელი გახდა.

22 ივლისს თურქეთში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტზე (უკრაინამ ხელი მოაწერა დოკუმენტს თურქეთთან და გაეროსთან).

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ექსპორტის განბლოკვაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ ოდესის პორტიდან 1 აგვისტოს დილით გავიდა.

მსგავსი სიახლეები