უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ყველა მოადგილე გაათავისუფლა

18 სექტემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის მინისტრის 6 მოადგილე და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი გაათავისუფლა.

ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლეგ ნემჩინოვი Telegram-ზე წერს.

"18 სექტემბრის სხდომაზე უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო შემდეგი ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ:

  • გავრილოვი ვოლოდიმირ - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან
  • ზამლინსკი როსტისლავ - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან
  • მალიარი ანა - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან
  • შარაპოვი დენის - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან
  • შევჩენკო ანდრი - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში
  • დეინეგა ვიტალი - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და დიგიტალიზაციის საკითხებში
  • ვაშჩენკო კონსტანტინ - თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის პოსტიდან."

აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ უკრაინის კანონის თანახმად, მინისტრის გათავისუფლების შემთხვევაში მინისტრის პირველ მოადგილეს და მინისტრის მოადგილეებს თანამდებობიდან მინისტრთა კაბინეტი ათავისუფლებს.

მთავრობაში მაღალი რანგის წყარომ Українська правда-ს განუცხადა, რომ რუსტემ უმეროვის თხოვნის შემდეგ ყველა მოადგილემ ნებაყოფლობით დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ და ამ თანამდებობებზე არ დაბრუნდებიან. თავდაცვის მინისტრის მოადგილის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ წუთებშიც გრძელდება.

თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ აღნიშნა, რომ "მიმდინარეობს სრული განახლება."

5 სექტემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა. მისი პოსტი რუსტემ უმეროვმა დაიკავა.

მსგავსი სიახლეები