უკრაინის არმია: დონბასში 10 შეტევა მოვიგერიეთ, გავანადგურეთ 2 თვითმფრინავი

უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით აგრძელებენ დონეცკისა და ლუჰანკის მიმართულების დაცვას. 

ამის შესახებ ცნობებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი ავრცელებს. 

"გასული დღე-ღამის განმავლობაში გაერთიანებული ძალების მებრძოლებმა წარმატებით მოიგერიოს ოკუპანტების 10 შეტევა. მათი ჭკვიანური მოქმედებებისა და ოსტატობის წყალობით რუსმა ოკუპანტებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში. 

ამავე გზავნილს მიხედვით 21 აპრილს საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია: 6 ტანკი, 4 საარტილერიო დანადგარი, 8 ერთეული ჯავშანტექნიკა. 

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ჩამოადგეს ოკუპანტების 2 საბრძოლო თვითმფრინავი [CУ-25 და CУ-34] და ასევე 8 ორლანის ტიპის უპილიტო საფრენი აპარატი. 

მსგავსი სიახლეები