უკრაინის არმია: დონბასში რუსების 11 თავდასხმა მოვიგერიეთ

16 მაისს, 21:00 საათის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რუსი დამპყრობლების 11 თავდასხმა მოიგერიეს, ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ძალების დაჯგუფება ფეისბუქზე ავრცელებს.

"უკრაინელმა დამცველებმა და გაერთიანებული ძალების ჯგუფის დამცველებმა დღეს მოიგერიეს მტრის 11 თავდასხმა. ბრძოლა გრძელდება კიდევ სამ ლოკაციაზე. ჩვენი მამაცი მეომრები ზიანს აყენებენ რუს დამპყრობლებს ცოცხალი ძალასა და აღჭურვილობას", - ნათქვამია განცადებაში.

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ერთ დღეში დონბასში განადგურდა 12 ერთეული ჯავშანტექნიკა, ხუთი ტანკი, ექვსი საარტილერიო სისტემა, მათ შორის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, საზენიტო სისტემა Тор და სამხედრო მანქანა.

"უკრაინის დონბასის ცაზე საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის ერთი Су-25 და სამი უპილოტო საფრენი აპარატი Орлан-10", - აცხადებს გაერთიანებული შტაბი.

მსგავსი სიახლეები