უკრაინის არმიამ იზიუმის რაიონში სტრატეგიული მნიშვნელობის სოფელი დაიბრუნა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმის რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელი რუსკაია ლაზოვაია დაიბრუნეს, რომელიც რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს.
"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს სპეცრაზმის მებრძოლებმა, სახმელეთო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკის ალექსანდრ სირსკის მეთაურობით გაათავისუფლეს ხარკოვის რაიონში მდებარე სოფელი რუსკაია ლაზოვაია, რომელიც ამ დროისთვის ჩვენს კონტროლქვეშაა", - ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.
ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება ბელგოროდი-ხარკოვის დამაკავშირებელ საავტომობილო ტრასაზე მდებარეობს. სწორედ ამ დასახლებიდან აწარმოებდნენ გაუჩერებელ დაბომბვებს რუსეთის საოკუპაციო ძალები.