უკრაინის არმიამ ხერსონის რაიონში 500 კმ² ტერიტორია გაათავისუფლა
სამხრეთის ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წამოწყებული კონტიერიშის ფარგლებში გათავისუფლებულია 5 დასახლებული პუნქტი, ჯამურად 500 კმ².
ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის სარდგელობის პრესსპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
"ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვენი არმიის მიერ მიღწეული წინსვლა დამაჯერებელია. წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. შეგვიძლია დავასახელოთ გათავისუფლებული დასახლებები, ესენია: ვისოკოპოლია, ნოვოვოზნესენსკი, ბელოგორკა და სუხოი სტავოკი.
გუმენიუკის თქმით, ოკუპანტები უშუალოდ ხერსონში აძლიერებენ ე.წ. საფილტრაციო ზომებს, ისინი ცდილობენ ქალაქის ირგვლივ გამაგრებას, თუმცა უკრაინის შეაიარაღებული ძალები ამ ტერიტორიაზე საცეცხლე კონტროლს ინარჩუნებენ.