უკრაინის არმიამ სარკინიგზო ხიდი ოკუპანტების მატარებელთან ერთად ააფეთქა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარკინიგზო ხიდი ლიმან-რაიგარადოკი მაშინ ააფეთქეს, როდესაც ხიდზე რუსეთს საოკუპაციო ძალების მატარებელი გადადიოდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი hromadske უკრაინის გაერთაინებული ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ავაფეთქეთ ხიდი მტრის ვაგონებთან ერთად, მაგრამ უცნობია თუ ზუსტად რა ტვირთი იყო ამ ვაგონებში",- ნათქვამია გაერთიანებული შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადგილზე გადაღებული კადრებში ჩანს აფეთქებული ხიდი და ვაგონები, რომლებიც მდინარეში ჩავარდა. ამგვარად ქალაქ ლიმანთან, რომელიც დონბასის ბრძოლის ეპიცენტრია სარკინიგზო მიმოსვლა სრულად შეწყვეტილია.