უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად ევროკავშირი უნგრეთს €13 მილიარდს განუბლოკავს

გაზრდილი ბიუჯეტისა მხარდაჭერისა და უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ ევროკავშირი მზად არის უნგრეთს აღუდგინოს წვდომა ამ დრომდე დაბლოკილ ფინანსებზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს

უნგრეთისთვის გამოყოფილი 22 მილიარდი ევრო ბრიუსელმა უნგრეთს გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაუბლოკა. 

ამ დროიდან მოყოლებული უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი ღიად აცხადებდა, რომ დაბლოკავდა ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას იმ დრომდე სანამ მისი ქვეყანა არ მიიღებდა დაბლოკილ ფინანსებს. 

გაზეთის წყაროების ცნობით, ევროკომისია ნოემბრის ბოლომდე უნგრეთისთვის 13 მილიარდ დოლარს განბლოკავს. 

კონტექსტი

ევროკავშირში ცდილობენ მიაღწიონ კონსენსუსს ახალი, 66 მილიარდი ევროთი გაზრდილ ბიუჯეტზე, რისთვისაც თითოეული წევრის თანხმობაა საჭირო. 

გაზრდილი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი რესურსის უკრაინის დახმარებისთვის არის გათვალისწინებული. საუბარია ჯამურად 50 მილიარდი ევროს დაფინანსებაზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში. 

 

მსგავსი სიახლეები