უკრაინის დაზვერვა: რუსული სამხედრო მანევრები პიკს იანვარში მიაღწევს

 

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებს, რომლის მიზანიც ქვეყნის დესტაბილიზაციაა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

"მოსკოვის ჩანაფიქრი მარტივია - ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია, ძალიან ბევრი ნარატივის გამოყენება. ანტივაქსერებიდან სხვა მიზეზით უკმაყოფილო ადამიანებამდე. შემდეგ აქვეა მიგრაციული კრიზისი, მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი და ჩვენი შეფასებით, ეკონომიკური კრიზისიც," - თქვა ბუდანოვმა.

"ამ ფონზე უკრაინის საზღვართან რუსეთის არმიის მასშტაბური მანევრები გრძელდება - აღნიშნა უკრაინის დაზვერვის უფროსმა - ეს პროცესი პიკს იანვრის ბოლოს მიაღწევს." 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა მათ საზღვართან 90 000 ჯარისკაცი გადმოისროლა.

 

 

მსგავსი სიახლეები