უკრაინის ეკონომიკის მინისტრი: ტერიტორიის 80%-ის დათესვას ვგეგმავთ
შექმნილი ვითარება საშუალებას მისცემს უკრაინას გაზაფხულის თესვის კამპანია ტერიტორიის 80%-ზე დაიწყოს. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ 15 აპრილს განაცხადა.
"ჩვენი ტერიტორიის 80%-ის დათესვა მოსალოდნელია", - განაცხადა სვირიდენკომ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ფასების ზრდის, კერძოდ ხახვისა და ნავთობპროდუქტებზის გაძვირების საკითხი.
როგორც პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და სვირიდენკომ განმარტეს, ხახვის ფასის ზრდა, ტრადიციული სეზონური ფაქტორის გარდა, მიწოდების შემცირებამ და მოთხოვნის შენარჩუნებისამ იქონია გავლენა, რადგან მისი მთავარი მწარმოებლები ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში არიან.
რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, მათი გაძვირება გამოწვეულია მსოფლიო ბაზარზე ფასების მატებით, ასევე ახალი ლოჯისტიკური გზებით, ბელორუსიდან და რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის გამო.