უკრაინის ელჩი: პოლონეთში 3 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება

პოლონეთს ომის დაწყების შემდეგ 3 მილიონამდე უკრაინელმა შეაფარა თავი, აცხადებს ვარშავაში კიევის ელჩი ვასილი ზვარიჩი.

უკრაინის დესპანის განცხადებით, 24 თებერვლამდე პოლონეთში უკვე ცხოვრობდა 2 მილიონამდე უკრაინელი მიგრანტი.

პოლონეთში ჩასული ლტოლვილებიდან 300 000-მა უკვე ადგილზე მუშაობის დაწყება შეძლო, ამბობს ზვარიჩი.

გაეროს უკანასკნელი ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან ევროპის ქვეყნებში 5,8 მილიონი მიგრანტი წავიდა.

ლტოლვილების ყველაზე დიდი რაოდენობა პოლონეთმა მიიღო, რომელსაც გერმანია და ჩეხეთი მოსდევს.

გაეროს დათვლით, დაახლოებით 1,6 მილიონი უკრაინელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადავიდა.

მათ რიცხვში შედიან უკრაინელები, რომლებსაც რუსეთში უკრაინელები საოკუაციო ძალებმა აიძულეს.

 

 

მსგავსი სიახლეები