უკრაინის გენშტაბი: 7 ივლისიდან უკრაინის მიწის არცერთი მეტრი არ დაგვიკარგავს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებს პოზიციური დანაკარგები არ აქვს. 

ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა განაცხადა. 

"ჩვენ მოვიგერიეთ მტრის შეტევები. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ არ დაგვიკარგავს უკრაინის მიწის არცერთი მეტრი",- თქვა გრომოვმა.

უკრაინელი სამხედროს ცნობით, წარმატებული თავდაცვის შედეგად ოკუპანტების ძალები სწრაფად იფიტება, აქედან გამომდინარე მტერი იძულებულია შეამციროს ინტენსივობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებით. 

გრომოვის თქმით, ბრძოლების შედეგად მწყობრიდანაა გამოყვანილი ე.წ. სახალხო რესპუბლიკების სამხედრო დაჯგუფებები. 

უკრაინის ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ მეტის გასაგებად შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენს პოდკასტს არასაფრენი ზონა. 

მსგავსი სიახლეები