უკრაინის გენშტაბი: დონეცკის და ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტების ყველა იერიში მოვიგერიეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ობლასტის ქალაქ დონეცკის და ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტების იერიში მოიგერიეს, აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

რუსების თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს დასახლებებში კამენკა, ნოვომიხაილოვკა და უჰლედარი.

საოკუპაციო ძალები დასახლება ჰრიჰორივკას შტურმს აგრძელებენ, რომელიც ქალაქ სივერსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

სივერსკის რაიონში ოკუპანტების წინსვლა შეჩერებულია დასახლებებთან სპორნი, ვერხნეკამენსკი და სერებრიანკა.

ბახმუტის სამხრეთით უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები