უკრაინის გენშტაბი: რუსეთის კურსკის ოლქში ენერგოობიექტებზე იერიში მივიტანეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, კურსის ოლქში მდებარე 4 ელექტრო-ქვესადგურზე მასიური იერიში მიიტანა. 

„შედეგად - ფიქსირდება ელექტრომომარაგების ხარვეზი რამდენიმე ოლქში“ - ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, „რუსეთის სამრეწველო ობიექტები, რომლებიც მუშაობენ უკრაინის წინააღმდეგ ომზე წარმოადგენენ კანონიერ სამიზნეს“, რადგანაც, აღნიშნული ობიექტები რუსეთის რკინიგზის მუშაობას უზრუნველყოფენ, რომლის გამოყენებითაც რუსეთი უკრაინაში ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას გზავნის.

დარტყმების შესახებ იუწყებოდა კურსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი. მისი განცხადებით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა, ღამით, 19 ერთეული უკრაინული კამიკაძე-დრონი გაანადგურა კურსკის, სოლნცევსკის, პონიროვსკის, პრისტენსკის, სუჯანსკისა და ზოლოტუხინკის რაიონებში გაანადგურეს. 

სმირნოვის განცხადებით, სოლნცევსკის რაიონში კამიკაძე-დრონის ნამსხვრევებმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რამაც გამოიწვია დროებითი შეფერხება. 

მსგავსი სიახლეები