ლიაშკო: ომის გამო 15 მილიონ ადამიანს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდება
რუსეთთან ომის გამო 15 მილიონ უკრაინელს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდება. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ Телеграф-თან 6 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ დავყავით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ყველა პროექტი სამ ეტაპად: სასწრაფო, რა უნდა გაკეთდეს ახლა, მოკლევადიანი და გრძელვადიანი. უკვე უნდა გავაგზავნეთ ფსიქოლოგები ცენტრებში, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას ოჯახებს ტყვეების, დაკარგულების, დაჭრილების შესახებ. ისე, რომ ახლობლებში არ დაიწყოს დეპრესიული მდგომარეობების ან სხვა პრობლემების განვითარება. მე შევთავაზე ამ საკითხისადმი მრავალდონიანი მიდგომა: ოჯახის ექიმმა უნდა ჩაატაროს თითოეული ვიზიტორის გარკვეული სკრინინგი. სოციალური მომსახურების ცენტრებს უნდა ჰყავდეთ ფსიქოლოგები. და ჩვენ უნდა დავიწყოთ საკომუნიკაციო კამპანია, რადგან უკრაინაში არ არსებობს ფსიქოლოგებისადმი მიმართვი ტრადიცია", - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინაში ფსიქიატრიული საავადმყოფოების რეფორმა აუცილებელია.
"ჩვენ უკვე გამოვთვალეთ, რომ დაახლოებით 15 მილიონ უკრაინელს დასჭირდება სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური დახმარება, რადგან მათ ნახეს ან განიცადეს ომის საშინელება. ამ 15 მილიონიდან, როგორც ჩვენი გათვლებით ჩანს, სადღაც 20%-ს - ეს 4 მილიონზე ნაკლებია - სამედიცინო დახმარება დასჭირდება. ასევე ფსიქიატრიული დახმარება. ამისთვის კი კვალიფიციური ფსიქიატრების ქსელი უნდა შევქმნათ. ასევე უნდა მოხდეს ფსიქიატრიული საავადმყოფოების რეფორმა. ომამდეც გვინდოდა ამის გაკეთება, კერძოდ, მათგან საავადმყოფოები გაგვეკეთებინა. ახლა ისინი თავლებს უფრო ჰგვანან." - შეაჯამა ლიაშკომ.