უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე აღდგომის წირვას კიევის პეჩორის ლავრაში აღავლენს
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანე აღდგომას, 16 აპრილს, კიევის პეჩორის ლავრაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლენს წირვას. ამის შესახებ მან Суспільне-ს 9 აპრილს განუცხადა.
მისი თქმით, სააღდგომოდ კომენდანტის საათი არ მოიხსნება, რაც გარკვეულ სირთულეებს შექმნის, რადგან მოსახლეობა ღამით ქალაქში გადაადგილებას ვერ შეძლებს. ამიტომ, მსახურება, სავარაუდოდ, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დილით შესრულდება.
ეპიფანემ ასევე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებზეც ისაუბრა, რომლებსაც ლავრის დატოვება არ სურთ.
"ჩვენ არ ვართ იმის მომხრე, რომ კიევ-პეჩერსკის ლავრიდან ბერები განდევნონ. ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ "რუსული სამყაროს" სული აქ არ გაბატონდეს. ლავრაში ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე უნდა იყოს, რათა იქ ყოველთვის აღევლინებოდეს უკრაინული ლოცვა ჩვენი უკრაინისთვის, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მან ლავრის უკრაინიზაციას გარდაუვალი პროცესი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ წუთებში უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია ზემო ლავრაში მსახურებას მუდმივად ატარებს და დროთა განმავლობაში "მშვიდობიანად და მშვიდად" ქვემო ლავრაშიც ილოცებენ.