უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართული ლეგიონი რუსეთმა ტერორისტების რეესტში შეიყვანა
რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების რეესტრში შეიყვანა ქართული ლეგიონი, რომელიც 2014 წლის უკრაინის მხარეს იბრძვის.
ამის შესახებ ინფორმაციას როსფინმონიტორინგი საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ქართული ლეგიონი მონაწილეობს საომარ მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ და აორგანიზებენ დივერსიებს და ტერორისტულ აქტებს რუსეთის ტერიტორიაზე.
14 ივნისს ქართული ლეგიონი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო სასამართლომ. ФСБ-ს ცნობით, ამ დროისთვის ქართული ლეგიონი ეროვნული ნიშნით დაკომპლექტებული უმსხვილესი სამხედრო შენაერთია უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში.
მიმდინარე წლის თებერვალში მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი, მის წინააღმდეგ 2 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
უკვე მარტში მოსკოვის კიდევ ერთმა სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა მამულაშვილის მოადგილე, ლევან ფიფია.